top of page
truth-concept-arrangement-with-balance.jpg

კომპანიებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • ხელშეკრულების შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, განცხადებების, წერილების შეტყობინებების, ბრძანების, წესდების, დებულების შინაგანაწესის, ინსტრუქციების და სხვა დოკუმენტების შედგენა და ანალიზი.

  • წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იუსტიციის სახლსა და სხვადასხვა სახელმწიფო კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში (ასევე ფიზიკურ პირთან ურთიერთობაში.)

  • პარტნიორთა კრების მოწვევა-ჩატარების ორგანიზება და პარტნიორთა კრების ოქმების შედგენა, სხვადასხვა სახის რწმუნებულებების დამზადება.

  • იურიდიული კონსულტაციის გაცემა და სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა.

  • წარმომადგენლობის გაწევა ფინანსთა სამინისტროს, დავების საბჭოსა და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში.

  • სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელის შეტანა და ადვოკატირება სრული მოცულობით (საქმის დასრულებამდე.)

  • სახელმწიფო შესყიდვებთან და ტენდერებთან დაკავშირებით სამართლებრივი უზრუნველყოფის გაწევა.

  • ლიცენზიების და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიების და ნებართვების მოპოვების პროცედურებში მონაწილეობა.

  • დებიტორული დავალიანებების ამოღების პროცესში ჩართულობა.

  • ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და საქმისწარმოებაში მონაწილეობა.

  • სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და დაპატენტება.

  • სხვადასხვა.

სპეციალური მომსახურების პირობები კომპანიებისთვის:

  • მომსახურება ხორციელდება 5 კორპორატიული იურისტისა და 5 ადვოკატის მეშვეობით, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული მომსახურების, რუსულ და ინგლისურ ენებზე განხორციელების კომპეტენცია.

  • თქვენ შეგიძლიათ განგვისაზღვროთ მომსახურების გამოსაცდელი ვადა 1-დან 3 თვემდე.

  • ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენი კომპანიის დირექტორის, პარტნიორების და თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაცია იქნება უფასო, ხოლო საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის ღირებულება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე ფასდაკლების გათვალისწინებით განისაზღვრება
    ფიქსირებული ოდენობით. (500 ლარი საქმის სირთულის და მოცულობის მიუხედავად).

  • ჩვენთან იურიდიული მომსახურების პასუხისმგებლობა დაზღვეულია 30000 ლარით.

  • ჩვენი კომპანია დამატებით ჰონორარს არ იღებს მოგებული სასამართლო პროცესებიდან.

top-view-career-guidance-items-judges.jpg
bottom of page